მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოები (მსს) მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოსეკონომიკაში. მსს-ბზე მოდის დასაქმებულთა 67% დამთლიანი დამატებული ღირებულების დაახლოებით 62%. თუმცა, ცალკე აღებული მსს-ს ზემოქმედებისკვალი გარემოზე შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ ერთობლივად - ბევრი მიმართულებითაჭარბებს დიდი ბიზნესების მიერ გარემოზეზემოქმედების ხარისხს.
კომერციულ ბანკებს მნიშვნელოვანი როლისშესრულება შეუძლიათ მწვანე ფინანსებზე წვდომისუზრუნველყოფაში, განსაკუთრებით მსს-ებისთვის.წინამდებარე ანგარიში წარმოადგენსსაქართველოში მწვანე სესხების მსს-ებზე გაცემისგამოცდილების მიმოიხილავს. ანალიზის შედეგად მოხდა იმ მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც დაკავშირებულია მსს-ზე მწვანე პროექტებისთვის სესხების გაცემასთან და განხილულია ამ გამოწვევების დაძლევის შესაძლო გზები. კერძოდ, ანგარიშში ყურადღებითაა შესწავლილი მთავრობისა და იმ პოლიტიკური ინსტრუმენტების როლო, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს მსს-ის სექტორში მწვანე სესხები მიმართ მაღალი მოთხოვნის სტიმულირებისათვის.