მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოები (მსს) მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ჯეოსტატის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, მსს-ბზე მოდის დასაქმებულთა 67% და მთლიანი დამატებული ღირებულების 61.5%. თუმცა, ცალკე აღებული მსს-ს ზემოქმედების კვალი გარემოზე შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, ერთობლივად - ბევრი მიმართულებით აჭარბებს დიდი ბიზნესების მიერ გარემოზე ზემოქმედების ხარისხს. ის მნიშვნელოვანი სექტორები, სადაც მსს-ბი განსაკუთრებულად ზემოქმედებენ გარემოზე მოიცავს სურსათის გადამუშავებას, წიაღის მოპოვებას და ტურიზმს (სასტუმროები და რესტორნები).
კომერციულ ბანკებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ მწვანე ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით მსს-ებისთვის. თუმცა, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ საბაზრო პირობებში, მათი ჩართულობა შეზღუდულია. ზოგადად, კომერციულ ბანკებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (სფი) მხარდაჭერით, შემოღებული ჰქონდათ მხოლოდ სპეციალური გარემოსდაცვითი საკრედიტო ხაზები და ამჟამად, სფი-ის მხარდაჭერის შეწყვეტასთან ერთად, ამ ბანკების მცირე რაოდენობა აგრძელებს ამ ტიპის პროდუქტის შეთავაზებას. იმის გარკვევა, თუ რა ჩანაფიქრი იყო და როგორ ხორციელდებოდა ამ ტიპის საკრედიტო ხაზის მოქმედება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ცოდნა მოგვცეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საბანკო სექტორის შესაძლებლობებისა და მზადყოფნის ასამაღლებლად, რათა მათ გასცენ მწვანე ინვესტიციები მსს-თვის.
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოში გარემოსდაცვითი საკრედიტო ხაზების განვითარების და მსს-ებზე სესხებად გაცემის გამოცდილების მიმოიხილავს. ანგარიშში, საბანკო სექტორის როლისა და შესაძლებლობების, აგრეთვე მწვანე ინვესტიციებისათვის პოლიტიკური გარემოსა და მსს-ბის ფინანსებზე ფართო წვდომის უფრო დეტალური ანალიზის გაკეთებამდე, განხილულია ქვეყანაში მწვანე ინვესტიციების განხორციელების მაკროეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტი. შემდგომ, ანგარიშში გაანალიზებულია საქართველოს სამი ბანკის (საქართველოს ბანკი, თი-ბი-სი ბანკი და პრო კრედიტ ბანკი) გამოცდილება, შეფასებულია წარმატებული მდგრადი ენერგო-სესხების პორტფელიოს შექმნისათვის ხელშემშლელი ბარიერები და წარმატებისათვის გადამწყვეტი ფაქტორები, ინსტიტუციონალური თვალსაზრისით. ეს ბანკები სრულად შესაბამისია აღნიშნული ანალიზისათვის, რადგან ისინი წარმოადგენენ უმსხვილეს ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებმაც მიიღეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი გარემოსდაცვითი საკრედიტო ხაზი საქართველოში.
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ეთგო) უფრო დიდი პროექტის ნაწილს, რომელიც შეისწავლის იმ გარემოებებს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კომერციული ბანკებისთვის შესაძლებელს გახდიდა მხარი დაეჭირათ მწვანე ინვესტიციებისათვის.
წინამდებარე ანგარიშის პროექტი მომზადდა მეთიუ სავაჟის მიერ (Oxford Consulting Partners), ნელი პეტკოპვასთან ერთად (ეთგო-ის გარემოსდაცვითი პროგრამა), რომელიც აგრეთვე ხელმძღვანელობდა მთლიანი პროექტის განხორციელებას. ანგარიშმა გაიარა კშიშტოფ მიხალაკის, დავიდ სიმეკის და ტაკაიოში კატოს ექსპერტიზა (ეთგო-ის გარემოსდაცვითი პროგრამის დირექტორატი) და მათი წინადადებები გათვალისწინებულია ანგარიშში. საქართველოდან ბევრმა ჩვენმა კოლეგამ თავისი წვლილი შეიტანა წინამდებარე ანგარიშის მომზადებაში; განსაკუთრებით მადლიერება გვსურს გამოვხატოთ დავით ადვაძისა და ცისნამი საბაძის (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო), ანი ვაშაყმძის (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო), თამარ ხიზანიშვილისა და ქეთი ბიწკინაშვილის (თი-ბი-სი ბანკი), ქეთევან მუმლაძის და ნათია კალანდარიშვილის (საქართველოს ბანკი), ქეთევან კეკელაშვილის (პრო კრედიტ ბანკი ბანკი), ანდრეას ბერჰოფის (ევროპის საინვესტიციო ბანკი), ტატიანა ჩერნიავსკაიას (გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია), მიხეილ ხუჭუას (GIZ-საქართველო), მალხაზ ადეიშვილს (გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში), გიორგი მუხიგულიშვილს (მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის) მიმართ.ეროვნული პოლიტიკის დიალოგის შეხვედრის მონაწილეებმა, რომელიც 2019 წლის 16 ივლისს თბილისში გაიმართა, როგორც წინამდებარე ნამუშევრის შემადგენელი ნაწილი, განიხილეს მთავარი დასკვნები. დებატები და იქ გამოთქმული შეხედულებები დაგვეხმარა სწორი ანალიზის გაკეთებაში. პროექტის განმახორციელებელი გუნდი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ქალბატონ ეკატერინე მიქაბაძის და აგრეთვე ყოფილი მოადგილის, ქალბატონ ირმა ქავთარაძის მიმართ, მხარდაჭერისთვის, რჩევებისა და ჩართულობისთვის პროექტის განხორციელების მსვლელობაში.
ალექსანდრა ბოგაზი, მარია დუბოი და ჯონათან რაითი ახორციელებდნენ პროექტის საერთო მხარდაჭერას. სუინ იონგი დაგვეხმარა თბილისში შეხვედრის ორგანიზებაში და მისი ჩართულობა უმნიშვნელოვანესი იყო. პიტერ კარლსონმა და ლუპიტა იოჰანსონმა აღმოგვიჩინა ძალზედ საჭირო დახმარება, პროექტთან დაკავშირებული კომუნიკაციის თვალსაზრისით. მარკ ფოსმა მოახდინა ტექსტის რედაქტირება. ლილი უშვერიძემ თარგმნა წინამდებარე ანგარიში ქართულად.
წინამდებარე ნამუშევარი შეუძლებელი იქნებოდა ყველა აღნიშნული კოლეგის გარეშე და მათ მიერ გაწეული წვლილი მადლიერებით იქნა აღნიშნული.
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ეთგო-ის დიდი პროექტის ნაწილს, რომელიც იკვლევს იმ გარემოებებს და პირობებს, რაც კომერციულ ბანკებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე ინვესტიციები განხორციელების შესაძლებლობას მისცემდა.
კვლევა განხორციელდა „ეკონომიკის გამწვანება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (EaP GREEN) და „ევროკავშირი გარემოსათვის“ (EU4Environment) პროექტების ფარგლებში და ფინანსური მხარდაჭერით. ამ პროექტების მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს წევრ ქვეყანის (სასომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) მხარდაჭერა, რათა მათ იმოძრაონ მწვანე ეკონომიკის მიმართულებით იმგვარად, რომ ეკონომიკური ზრდა არ იწვევდეს გარემო სივრცის დეგრადირებას და რესურსების ამოწურვას. წინამდებარე კვლევა აგრეთვე განხორციელდა გარემოს, ბუნების კონსერვაციის, მშენებლობის და ბირთვული უსაფრთხოების გერმანიის ფედერალური სამინისტროს მიერ, მისი კლიმატის საერთაშორისო ინიციატივების ფარგლებში