საქართველოში მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოების წვდომა მწვანე ფინანსებზე
დანართი B. ინვესტიციები მსს-ის რესურს-ეფექტიან და დაბალი ღირებულების მქონე ენერგიებში
რესურს ეფექტური და სუფთა წარმოების საინვესტიციო ღონისძიებების დასახელება |
პროექტის მოკლე აღწერა, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი სარგებლისა და ხარჯების ეკონომიის ჩათვლით |
ჯამური ინვესტიციის ღირებულება, EUR |
კომპანიის ტიპი |
---|---|---|---|
გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობა ასფალტის მწარმოებელ ქარხანაში |
|
6 300 |
მცირე სიდიდის ასფალტის მწარმოებელი კომპანია, 38 დასაქმებული პირით |
ბუნებრივი გაზისა და ბითუმის მოხმარების შემცირება ინერტული მასალების გაშრობისა და მინერალური ფხვნილისათვის; დამატებითი მოწყობილობის დამონტაჟება |
|
9 450 |
საშუალო სიდიდის გზის სამშენებლო კომპანია, 135 დასაქმებული |
კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობის ენერგო მოხმარების შემცირება: თერმოიზოლაცია და მზის კოლექტორები |
|
6 200 |
საშუალო სიდიდის მეტალოკონსტრუქციების მწარმოებელი საწარმო, 41 დასაქმებული |
ორთქლის გენერატორში გამოყენებული წიაღისეული საწვავის შეცვლა შედარებით იაფი ბიო-საწვავით შეცვლა |
|
15 000 |
მცირე სიდიდის ლუდსახარში, 38 დასაქმებული |
ორთქლის გენერატორში გამოყენებული წიაღისეული საწვავის შეცვლა შედარებით იაფი ბიო-საწვავით შეცვლა: ბუნებრივ გაზზე მომუშავე გენერატორის შეცვლა |
|
5 500 |
მცირე ზომის ღვინისა და კონიაკის მწარმოებელი საწარმო, 55 დასაქმებული |
შენიშვნა: როგორც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ნაწილი, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) საქმიანობა რესურს ეფექტურ და სუფთა წარმოებაზე (რესწ) საქართველოს მრეწველობის სექტორში, მიმართული იყო მსს-ის დახმარებაზე, რათა მათ მოეხდინათ რესწ-ის ღონისძიებების იდენტიფიცირება და პროექტების მომზადება დაფინანსების მისაღებად. ცხრილში მოყვანილი პროექტები დაკავშირებულია გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მუშაობასთან სწორედ ამ მიმართულებით. განხორციელებული პროექტების მაგალითიდან ჩანს, ის გარემოსდაცვითი სარგებელი და ხარჯების დანაზოგი, რაც შეუძლია მცირე ბიზნესმა მიიღოს რესწ ღონისძიებების განხორციელებით. მოყვანილი მაგალითებიდან აგრეთვე ჩანს, რომ მცირე ფირმების მიერ განხორციელებული ამ ტიპიური ენერგო- და რესურს ეფექტური ინვესტიციების უმეტესობა არის დაბალბიუჯეტიანი ღონისძიება და მწვანე ინვესტიციების იმ საშუალო სეგმენტზე მოდის, რომელიც უინტერესოა როგორც მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებისათვის, ასევე ტრადიციული ბანკებისათვის. გარემოს დაცვაზე მიმართული ფინანსების ბაზრის სიმწირე მთავრობისგან ყურადღების მიქცევას საჭიროებს.
წყარო: ინფორმაცია მოწოდებულია გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ.